ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რატომ ბათუმი - ინვესტირება მომავლის ქალაქში

შეიძლება ზღვისპირა ქალაქი ოთხივე სეზონზე მიმზიდველი იყოს?  თუ ბათუმზე ვსაუბრობთ პასუხი ყოველთვის ერთია - კი.  

თბილი კლიმატით, ძველი და ახალი არქიტექტურა, ულამაზესი ბოტანიკური ბაღით და მარადმწვანე ბულვარით ბათუმი წელიწადის ნებისმიერ დროს ერთნაირად მიმზიდველია.
ამ ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და მის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, თუმცა ბათუმის ქალაქად გადაქცევის ისტორია XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო.

წარმოიდგინეთ, შავ ზღვაში შეჭრილი ყურე და პატარა, დახრილ სახურავიანი სახლები სანაპიროზე, ვიწრო ქუჩები, ბაზრობები, თევზის გამყიდველები… ზღვის ყურეში იალქნიანი გემები ირწევიან და ქუჩაშიც ისმის მეზღვაურების გადაძახილი. აი, ასეთი იყო ბათუმი XIX საუკუნის შუა წლებში. 

მოხერხებულმა ნავსადგურმა უამრავი ქართველი და უცხოელი მოიზიდა ამ ადგილას და პატარა დასახლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად იქცა.

მყუდრო ზღვისპირა ქალაქი, რომლის კონტრასტებიც გაკვირვებთ, განვითარების ტემპი გაოცებთ, ხოლო სიმწვანე გამშვიდებთ.  ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია მოელვარე სანაპიროებითა და მომხიბვლელი გარემოთი. ყველაზე შთამბეჭდავი ბათუმური კონტრასტი, კი ზღვისა და მთების საოცარი სიახლოვეა, რომელსაც განსაკუთრებულად ბათუმის ბულვარში სეირნობისას შეიგრძნობთ , აქ ერთმანეთს ერწყმის  მთისა და შავი ზღვის ჰაერი და თვალწინ იშლება ულამაზესი პეიზაჟები.
ქალაქი მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ბათუმი თანდათან იქცა კულტურათა და რელიგიათა შეხვედრის ქალაქად. სწორედ ამან შექმნა ბათუმის ტოლერანტული, მულტიკულტურული ხასიათი.
ბათუმში დღესაც ნახავთ მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და გრიგორიანულ ეკლესიებს, მეჩეთსა და სინაგოგას, შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, უკრაინელებს, ებრაელებსა და იეზიდებს, რომლებიც საუკუნეზე მეტია ბათუმში ცხოვრობენ და ინარჩუნებენ კულტურულ თვითმყოფადობას.

განვითარებული ინფრასტრუქტურის,საუკეთესო ზღვისპირა პლაჟების, მსოფლი მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღის, ლოიალური კანონმდებლობის, მრავალფეროვანი კულტურის, უამრავი სასტუმროების, კაზინოების, მუზეუმების, კულტურული ძეგლებისა და მთების საუცხოო ბუნების წყალობით ბათუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ადამიანს იზიდავს, ამიტომ ამ ქალაქში ინვესტირება დღითიდღე უფრო და უფრო მიმზიდველი საინტერესო და აქტუალური ხდება. 

საკუთარი უძრავი ქონების არსებობა ბათუმში გაძლევთ საშუალებას უზრუნველად დაისვენოთ შავი ზღვის სანაპიროზე. კულტურული დასვენების მოყვარულთათვის აქ ბევრი საინტერესო სანახაობაა: ქალაქის ისტორიული ადგილები და ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, გამოფენები. მარტო უმშვენიერესი ბოტანიკური ბაღი რად ღირს! ხოლო მხიარული გართობის მოყვარულთ აუცილებლად მოეწონებათ დისკოთეკები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო დიჯეებს მიჰყავთ, აგრეთვე ადგილობრივი რესტორნები და კაფეები ტრადიციული ეროვნული სამზარეულოთი, პლაჟები და აკვაპარკები.ბათუმს წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ესტუმროთ და საკურორტო სეზონის პიკზეც  კი არ შეწუხდეთ საცხოვრებელი ბინის გამო. გარდა ამისა, ბათუმში  საცხოვრებელი ფართის გაქირავება შეგიძლიათ შემოსავლის დამატებით მუდმივ წყაროდ აქციოთ. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია