ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

3 ფაქტი ბათუმზე, რომელიც უნდა იცოდე

ბათუმი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული და ზღაპრული ბუნებით, მიმზიდველი გარემოთი და დაუვიწყარი ემოციებით. დღევანდელი ბათუმი სახეა თანამედროვე არქიტექტურისა და მრავალფეროვანი ისტორიის ჰარმონიული შერწყმის, წარსულისა და მომავლის სინთეზის. ამ ყველაფრის მიღმა კი იმალება საინტერესო ისტორიული ფაქტები და ინფორმაცია, რომლის ცოდნა, ბათუმის უკეთ შეცნობის წინაპირობაა. 

  • ქალაქის სახელი - „ბათუმი“ ეტიმოლოგიურად ბერძნული სიტყვიდან  „ბათუსი“ (Bathus) მომდინარეობს, რაც ნიშნავს ღრმას. სახელის მნიშვნელობა და მისი წარმომავლობა გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ქალაქი. კონკრეტული  სახელწოდება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ბათუმი გამოირჩევა შავ ზღვაში ღრმა და მოსახერხებელი ყურით. 
  • ქალაქის წარმოშობა - ბათუმსა და მის მიდამოებში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან, აღმოჩენილი ისტორიული და არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე ათვისბული იყო ადამიანების მიერ. ანტიკურ ხანაში ბათუმის მიდამოები შედიოდა კოლხეთის სამეფოს საზღვრებში, მოგვიანებით ის ეგრისის სამეფოს ნაწილი გახდა, VIII საუკუნის ბოლოს ის აფხაზთა სამეფოს შუერთდა, 1008 წლიდან კი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. 
  • ქალაქის განვითარება - XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობამ, ნავთობის ტერმინალის მშენებლობამ და მრეწველობის განვითარებამ ბათუმს მსოფლიო მნიშვნელობა შესძინა. 1878-1886 წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. 1883 წელს ბაქო-ბათუმის რკინიგზა გაიყვანეს, 1897-1907 წელს კი ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ბაქოსთან ნავთობსადენის მილით დაკავშირება განხორციელდა. დღეს ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე და ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის სტატუს ატარებს. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია