ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

5 ხიდი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ #2

აჭარა ზღაპრული ბუნების, ულამაზესი სანაპირო ზოლის და ტურისტულად მიმზიდველი ინფრასტრუქტურის გარდა, გამოირჩევა ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებითა და საუკუნოვანი ისტორიით. აჭარაში  უამრავი ადგილი და ნაგებობაა შემორჩენილი, რომელიც ისტორიის და კულტურის მოყვარულთათვის წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. წარმოგიდგენთ გამორჩეული მნიშვნელობის ხიდებს, რომლებიც საუკუნეზე მეტია ამშვენებს ამ მხარეს: 

1. მახუნცეთის ხიდი- XII საუკუნის ხიდი მდებარეობს აჭარისწყალზე, ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ხულოს ცენტრალური გზიდან 54 მეტრის დაშორებით. მისი სილამაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ვიზიტორებზე. ხიდის ასაგებად გამოყენებულია ვულკანური კლდის ქვა და ეყრდნობა კლდის ბუნებრივ ბურჯებს. 2006 წელს  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.  აქ შეგიძლიათ დავტკბეთ საუკუნოვანი ისტორიის ნიმუშით, ეწვიოთ ულამაზეს ჩანჩქერს და მოაწყოთ პიკნიკი.

2. ცხემვანას თაღოვანი ხიდი- XII საუკუნით თარიღდება და მისი შექმნის ისტორია უკავშირდება ძალიან საინტერესო ლეგენდას. მდებარეობს კინტრიშის ხეობასთან ახლოს, სოფელ დიდვაკეში მდინარე კინტრიშზე. ცხემვანას ხიდს ხელოვნური ბურჯი მხოლოდ მარჯვენა მხარეზე აქვს, მარცხენაზე კი ბურჯის მოვალეობას ბუნებრივი კლდე ასრულებს.  ლეგენდის თანახმად ხიდი თამარის ბრძანებით აიგო, მას უბრძანებია: "ამ ადგილას ისეთი ხიდი აიგოს, რომ ვერც მდინარემ, ვერც დრომ, ვერაფერი დააკლოსო." მართლაც ხიდმა საუკუნეებს გაუძლო და დღეს ისტორიისა და კულტურის მოყვარულთათვის მიმზიდველი ადგილია. 

  

3. ხეცუბნის ხიდი- აგებულია იტალიური წარმოშობის არქიტექტორი ავგუსტუ ვერცის მიერ 1924 წელს. ხიდი  გამოირჩევა იმით, რომ შედგება ორი თაღისგან და ნაგებია რკინა-ბეტონისა და ბაზალტის ქვით.  თავისი გამორჩეული და განსხვავებული ვიზუალის გამო შეუძლებელია სხვა ხიდებში აგერიოთ. მას დღეს იყენებენ მდინარის გადასაკვეთათ და სათევზაოდ.

4. მახოს ხიდი -  შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდებარეობს მდინარე მახოსწყალზე, სოფელ მახოს ბოლოზე. ხიდი ერთთაღოვანია და აქვს წრიული ფორმა, ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით. 2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

5. ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი- XVIII საუკუნის ხიდი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. ხიდი სიგრძე  26 მეტრა და მისი ისტორია სამ საუკუნეზე მეტს ითვლის. თაღოვანი ხიდი მთელ დასავლეთ საქართველოში უნიკალური და უიშვიათესია. აქვს თავისი ავთენტურობა, გამოირჩევა მშენებლობის განსხვავებული მეთოდით და გადახურვით. ხიდის მშენებლობაში გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები, როგორიცაა წაბლი, მუხა და ურთხმელი. 2013 წელს ხაბელაშვილების ხიდს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის  ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ხიდი ჩაფლულია ულამაზეს ბუნებაში და ადამიანებს ზღაპრულ ატმოსფეროს უქმნის. შეგიძლიათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ეწვიოთ ამ ადგილს, მოაწყოთ პიკნიკი და დატკბეთ ბუნების სილამაზით. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია